Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

სტიქია საბერძნეთში: დაკარგული დედა-შვილი მეტამორფოს კარდიცაში – მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები

დღეს, ნაშუადღევს, მეტამორფოს კარდიცაში ხალხის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ინფორმაცია დაკარგული ადამიანების შესახებ.

მოხალისე მაშველები, EMAK და წყალქვეშა მისიების განყოფილება მონაწილეობენ სამაშველო ოპერაციაში, რომელიც პარასკევს შუადღიდან ტარდება სანაოსნო საშუალებებით.

მაშველების განცხადებით შოკისმომგვრელია ის, რაც მათ დატბორილ სოფლებში ნახეს, სადაც ყველაფერი ტალახიანი წყლით და ნარჩენებით არის დაფარული.

რამდენიმე ადამიანის გადარჩენა უკვე მოხერხდა, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, არის ორი დაკარგული და რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სახლიდან გასვლა არ სურთ, მიუხედავად იმისა, რომ წყალი ზოგან ოთხ მეტრს აღწევს.

ორი პირი, რომლებსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ, არის 65 წლის მამაკაცი და მისი 85 წლის დედა.

ძიება სანაპირო დაცვის წყალქვეშა კატასტროფების განყოფილებამ ჩაატარა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მათი მისია კვალის აღმოჩენის გარეშე დასრულდა.

ამ დრომდე მეტამორფოსში რჩება წყვილი, რომელიც საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წყალი სახურავებამდეა მისული.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *