Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

საბერძნეთში დღეს, 11 სექტემბერს, ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

გილოცავთ ყველას-მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს წარმატების მომტანი თითოეული თქვენგანისათვის.

განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს და მათ ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. ეტაპი ახალი ცოდნის, ახალი გამოცდილების და ახალი მეგობრების შეძენისა.

საბერძნეთის სკოლებში 2023-2024 სასწავლო წლის და უშუალოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სასკოლო ერთეულის დონეზე ხდება ყველა აუცილებელი მოსამზადებელი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სკოლის ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან, ასევე საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასთან.

სწავლის დაწყების პირველ დღეს, დილის 08:30 საათზე, სკოლის ეზოში ტრადიციული კურთხევის ცერემონია იმართება, რომელსაც მოსწავლეები თითოეული სკოლის მიერ ინდივიდუალურად განსაზღვრული გეგმის მიხედვით ესწრებიან.

ამ დღეს მოსწავლეები ეცნობიან სასწავლო პროგრამას და სკოლის ფუნქციონირებასთან  დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ამ დღეს მოსწავლეებს ურიგდებათ სასწავლო წიგნები და ისინი ტოვებენ სკოლას, ხოლო სამშაბათიდან სწავლა ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.

გილოცავთ კიდევ ერთხელ და გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს!

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *