Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციამ მიგრანტების ტრეფიკინგის დანაშაულებრივი ქსელი დაშალა

ოთხშაბათს, 5აპრილს, ომონიაზე, ილიონსა და კატო პატისიაზე პოლიციის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა  კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც თურქეთიდან საბერძნეთში  მიგრანტების უკანონო ტრანსპორტირებასა და ტრეფიკინგში იყო ჩართული.

დანაშაულებრივი დაჯგუფების საერთო  შემოსავალი 2,7მილიონ ევროს აჭარბებდა.

ისინი მოქმედებდნენ კარგად ორგანიზებული სქემით, ფლობდნენ სატრანსპორტო საშუალებების დიდ რაოდენობას, რითიც უზრუნველყოფდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოყვანილი მიგრანტების ტრანსპორტირებას.

დაკავებულია  კრიმინალური ქსელის ხუთი წევრი, ორი უცხოელი, ხოლო სამი საბერძნეთის მოქალაქე.

მათ წინააღმდეგ აღიძრა  საქმე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფორმირებისა და წევრობის,  ასევე მიგრანტებით ვაჭრობის, ყალბი მოწმობების დამზადების და ფულის გათეთრების ბრალდებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *