Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მკვლელობა კალამარიაში: საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თესალონიკში, კალამარიაში გუშინ მომხდარი, პოლიციელის მიერ ყოფილი მეუღლის ცივსისხლიანი მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მათი ორი არასრულწლოვანი შვილი სასკოლო ავტობუსში ჩასვა, შემდეგ კი ყოფილი მეუღლის ბინაში დაბრუნდა, კარის გაღებისთანავე ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თავის არეში გასროლით, თვითმკვლელობით დაასრულა. ქალმა რეაგირების მოხდენა ვერ მოასწრო, მისი სიკვდილი მყისიერი იყო.

მეზობლებმა, რომლებმაც გასროლის ხმა გაიგონეს, პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს სისხლის გუბეში მწოლიარე, ორი უსიცოცხლო ცხედარი დახვდათ.

განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მოძალადის მეგობრის თქმით, 38 წლის პოლიციელმა გაამხილა, რომ ყოფილი ცოლის მოკვლა სურდა, რადგან ვერ ეგუებოდა  განქორწინებას.

როგორც ოჯახის მეგობარმა აღნიშნა, წყვილმა განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივი შეთანხმებით მიიღო და მამაკაცს მათ ორ შვილთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა, თუმცა პოლიციის ოფიცერმა უთხრა თავის გარემოცვას, რომ მას სურდა ყოფილ მეუღლესთან შერიგება, თუმცა ქალი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მოძალადემ ახლობლებს გაუმხილა, რომ ძალიან უყვარდა ყოფილი ცოლი და უარს ვერ ეგუებოდა, სიტუაცია მივიდა იმ დონემდე, რომ მან ოჯახს აცნობა, რომ უნდოდა ქალის მოკვლა.

42 წლის მსხვერპლი ფინანსურად დამოუკიდებელი, საქმიანი ქალი იყო, ამის გამო განქორწინების შემდეგ მას ყოფილი ქმრისგან ალიმენტიც კი არ მოუთხოვია და მასთან პირად კონტაქტს ერიდებოდა.

მამაკაცი მათი განშორების შემდეგ მშობლების სახლში ცხოვრობდა. პოლიციის წყაროების თანახმად, წყვილის მხრიდან პოლიციაში არ ყოფილა დაფიქსირებული რაიმე სახის  საჩივარი ოჯახური პრობლემების გამო.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *