Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

Blue Horizon: “არავის არაფერი უთხრათ”- ისმის აუდიოჩანაწერში რომელიც დღეს გავრცელდა

გემზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც 36 წლის ადონის კარიოტის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა.

ეს არის დიალოგი ეკიპაჟის წევრებს შორის, რომელშიც გარკვევით ისმის, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ამბობს: ” გახსოვდეთ,  ჩვენ არასოდეს ვამბობთ იმას, რაც გვესმის და ვხედავთ, არავის არაფერს ვეუბნებით”.

ამავდროულად. ბრალდებულების მიერ ბოდიშის მოხდა და სინანული მომხდართან დაკავშირებით არ შეესაბამება იმას, რაც გემის შავი ყუთიდან ამოღებულ ჩანაწერებში ისმის. ეკიპაჟის წევრები აშკარად ცდილობენ დამალონ დანაშაული და მომხდარი უბედურ შემთხვევას მიაწერონ.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეკიპაჟის წევრები ადონის კატაპულტიდან ხელისკვრით გადაგდების შემდეგ არც კი ცდილობენ დაეხმარონ,  მაშველი რგოლი გადაუგდონ, მშვიდად დგანან და უყურებენ როგორ იხრჩობა ადამიანი გემის ძრავების მიერ შექმნილ მორევში.

გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერში ასევე ისმის როგორ ურეკავს გემის კაპიტანი მის თანაშემწეს, რათა გაარკვიოს ზუსტად რა მოხდა. იქვე ისმის როგორ უწოდებს კაპიტნის თანაშემწე ადონის “სულელს”, რის შემდეგაც კაპიტანი და მისი თანაშემწე ერთმანეთს უწევენ კონსულტაციებს, თუ რა უნდა თქვან, სადაც ისევ ისმის კაპიტნის თანამშეწისგან ფრაზა:  “მე მეგონა რომ პაკისტანელი იყო და ბილეთი არ ჰქონდა”.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *