Latest news
როდის შეძლებს საბერძეთის მოსახლეობა შემდეგი 3 დღიანი უქმეს გამოყენებას სალონიკი: კორპუსის მაცხოვრებლები ერთ-ერთ ბინაში Airbnb-ის გაკეთებას ეწინააღმდეგებიან კატო ტითორეა: ბანკის მძარველებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას მოპარული თანხა ჩანთიდან ამ... რატომ უარყოფდა ხალხი ასპირინს  13 მაისს საჯარო მოხელეები იფიცებიან აუდიტთა კომიტეტმა პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა რეპეტიცია ზაფხულისთვის: ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს დღეიდან 12 მაისის ჩათვლით ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს ნასვამმა კაცმა ბარში ცეცხლი გახსნა ავლონა: რა ხდება არასრულწლოვნების ციხეებში: დანაშაულის ფენომენი და ჩვენებები
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
საბერძნეთი

აღდგომის დღეებში საგზაო პოლიცია უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი საგზაო მოძრაობის  გამო, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საბერძნეთის პოლიცია 7აპრილიდან 23 აპრილამდე,  ქვეყნის საგზაო ქსელში უსაფრთხოების  გაძლიერებულ ზომებს მიმართავს.

საგზაო ქსელის პოლიციის სტრატეგიული დაგეგმვის შტაბის შესაბამისი განცხადების საფუძველზე განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:

გაძლიერდება მეთვალყურეობა მსხვილი ურბანული ცენტრების შესასვლელ- გასასვლელებში, სადაც შეინიშნება მანქანების დიდი მოძრაობა.

დარეგულირდება სატრანსპორტო მოძრაობა  გზაჯვარედინებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საცობები.

მოხდება მძღოლებისა და მგზავრების ინფორმირება და შესაბამისი მითითებების მიცემა პრობლემურ სიტუაციებში, საჭიროების შემთხვევაში.

აღდგომის დღეებში აკრძალული იქნება  3,5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქალაქში.

გარდა ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, საბერძნეთის პოლიცია მოქალაქეებს ურჩევს გამგზავრებამდე აუცილებლად ჩაატარონ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება და ინფორმირებული იყვნენ საგზაო ქსელის მდგომარეობასა და მეტეოროლოგიურ პირობებზე.

ზედმიწევნით შეასრულონ საგზაო პოლიციის მითითებები, ავტომობილის მართვის დროს არ გამოიყენონ მობილური ტელეფონები და სხვა  მოწყობილობები, არ მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში, აუცილებლად გამოიყენონ უსაფრთხოების ღვედები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები მოძრაობის განსაკუთრებულ პირობებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *