ინდოეთში დაიბადა გოგონა რომელსაც 26 თითი აქვს
მსოფლიო სამედიცინო ისტორიაში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა ინდოეთის რაჯასტანის რეგიონში. დაიბადა გოგონა, რომელსაც 26 თითი აქვს-შვიდი თითი თითოეულ ხელზე და ექვსი თითი თითოეულ ფეხზე. მის მშობლებს მიაჩნიათ, რომ ის ინდუისტური ქალღმერთის რეინკარნაციაა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმებმა განაცხადეს, რომ ზედმეტი თითების არსებობა იშვიათი გენეტიკური დარღვევით არის განპირობებული. გოგონას ოჯახის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ ის ცნობილი ადგილობრივი ღვთაების რეინკარნირებული ვერსიაა, რომლის ტაძარიც მდებარეობს იქ, სადაც ბავშვი დაიბადა.
აღნიშნულ მდგომარეობას პოლიდაქტილია ჰქვია, რაც იშვიათია, თუმცა ამ მდგომარეობის მავნე ზემოქმედება ან რაიმე გვერდითი ეფექტი ორგანიზმში აღმოჩენილი არ არის.
გოგონას ოჯახის წევრები ბავშვის დაბადებით ბედნიერები არიან და თვლიან, რომ ის მათ სახლში შევიდა როგორც ქალღმერთი შივა.
