Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

ელენი ტოპალუდის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა-ისინი სამუდამო პატიმრობაში რჩებიან

2018 წლის ნოემბერში კუნძულ როდოსზე ახალგაზრდა სტუდენტის, ელენი ტოპალუდის მკვლობისთვის მსჯავრდებულთა სააპელაციო მოთხოვნა უზენაესი სასამართლოს პროკურორმა არ დააკმაყოფილა.

კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე- 6 სამმართველოში 26 წლის როდიტის და მისი 24 წლის ალბანური წარმოშობის  თანაბრალდებულის მიერ შეტანილი იქნა საჩივრები, რომლებსაც მოსამართლეებისა და ნაფიცი მსაჯულების ერთობლივი გადაწყვეტილებით მიუსაჯეს სამუდამო თავისუფლების აღკვეთა ელენი ტოპალუდის მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის. სააპელაციო სასამართლომ მათთვის შემამსუბუქებელი გარემოებები არ სცნო.

ორივე მსჯავრდებული ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლოში მათი საქმის განხილვისას დაირღვა მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოტანილი იქნა არასამართლიანი განაჩენი. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სერიოზული მტკიცებულებები და საბოლოოდ შემამსუბუქებელი გარემოებები საქმეში არ იქნა გათვალისწინებული.

თავის მხრივ, პროკურორის წინადადებას დაეთანხმნენ ტოპალუდის ოჯახის ადვოკატები და აღნიშნეს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას კანონითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული კონკრეტული და დეტალური დასაბუთება აქვს.

ფაქტობრივად, როგორც ბრალდების მხარდამჭერმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ალექსის კუგიამ განაცხადა, სააპელაციო სასამართლოში ორი მსჯავრდებულის სასამართლო პროცესის დროს დაცული იყო სამართლიანი სასამართლოს ყველა დებულება.

ამის საპირისპიროდ, მსჯავრდებულთა ადვოკატებმა დეტალურად დაუჭირეს მხარი სააპელაციო საჩივრის მიზეზებს და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

უახლოეს პერიოდში  უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *