Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

მაგნეზიაში ცხვრებმა 100 კილო ჰაშიში შეჭამეს

ვითარება, რომელიც რამდენიმე დღის წინ განვითარდა მაგნეზიაში, ფერმაში, რომელიც სამკურნალო კანაფის კულტივირებას ახდენდა, ერთდროულად შეიძლება შეფასდეს სასაცილოც და სატირალიც.

ქარიშხლისგან გადარჩენილ სამედიცინო კანაფის სათბურის მფლობელის მინდორში ცხვრის ფარა შეიჭრა და შეჭამა 100 კგ ჰაშიში.

მწყემსი გაოცებული იყო მისი ცხვრების უცნაური საქციელით, მას შემდეგ, რაც მან ისინი საძოვრად გაიყვანა მაგნეზიაში.

გავრცელებული ცნობით, თესალიის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგ  ცხვრის ფარა ” შეიჭრა” დაზიანებას გადარჩენილ სათბურში ალმიროს ვოლოსის გარეთ, სადაც იზრდებოდა სამკურნალო კანაფი და შეჭამა დიდი რაოდენობით, 100 კგ-ზე მეტი ჰაშიში.

ამავდროულად, ფერმის მეპატრონე თვალებს არ უჯერებდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი სათბურების დატბორვას გადარჩენილი ნაწილი, რომელსაც ისედაც დიდი ზიანი მიაყენა ამინდის ძლიერმა ფენომენმა, ამჯერად ცხოველებმა გაანადგურეს.

„არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, წარმოებას ვკარგავთ, წყალდიდობამ დიდი ზარალი მოგვაყენა და ამ ყველაფრის შემდეგ დაწესებულებაში შემოვიდა ცხვრის ფარა, არ ვიცი როგორ და რანაირად და დარჩენილი მოსავალიც შეჭამა. არ ვიცი, გულახდილად რა ვთქვა“, – ამბობს ლიცენზირებული კანაფის საწარმოოს მფლობელი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *