Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ზაკინთოს ცნობილი პლაჟი დაიხურა

ზაკინთოში ცნობილი პლაჟი ” ნავაგიო” ტურისტებისთვის  ზაფხულის განმავლობაში დახურული იქნება.

ექსპერტების მიერ ჩატარებულმა, ტერიტორიის გეოლოგიურმა კვლევებმა, ეროზიის გამო მეწყერების დიდი რისკი დაადასტურა.

შექმნილი მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო დაუშვებელია სანაპიროზე დარჩენა, ასევე ზღვიდან ან პლატოდან მასთან მიახლოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომელიც 50 ევროდან იწყება და 60 000ევრომდე აღწევს.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტურიზმის სფეროში დასაქმებულ წრეებში, რადგან საბერძნეთის ერთ- ერთი მიმზიდველი და მოთხოვნადი სანაპიროს დახურვა თავისთავად გამოიწვევს ტურისტთა ნაკადის შემცირებას და შესაბამისად მცირე ეკონომიკურ  შოკს.

შესაბამის უწყებებში  ამ დროისათვის აქტიურად განიხილება მთელი რიგი ღონისძიებები აღნიშნული სანაპიროს გამაგრების და რეაბილიტაციისათვის, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში სანაპირომ კვლავ შეძლოს მნახველების მიღება, თუმცა ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული  რათქმაუნდა ხალხის უსაფრთხოებაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *