საბერძნეთში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტის “პიროლას” გავრცელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა
გასულ კვირაში საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების 39 შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, EODY-ის განცხადებით, 25 ინტუბირებული აღირიცხა.
საბერძნეთში კორონავირუსის გააქტურების შესახებ ინფორმაცია 11-17 სექტემბრის პერიოდს მოიცავს და ასევე გულისხმობს სასუნთქი სისტემის ყველა ვირუსულ ინფექციას. ამ პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 39 შემთხვევა დაფიქსირდა, 25 პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში.
ეს არის დაკვირვების ქვეშ მყოფი ვარიანტი, რომელიც იდენტიფიცირებულია 20 ქვეყანაში, როგორც ეს ნათქვამია ჯანდაცვის სისტემის დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში.
აღნიშნული ქვევარიანტი ამ დრომდე აღმოჩენილია 20 ქვეყანაში და ამ დროისთვის ითვლება გლობალურად გავრცელებად ვარიანტად.
მუტაციების დიდი რაოდენობის გამო, რომელიც მას ახასიათებს დაკვირვების ქვეშ იმყოფება მის გადაცემასთან და მის მიერ გამოწვეულ დაავადების სიმძიმესთან მიმართებაში.
არსებული ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, ის არ არის დომინანტური ქვევარიანტი მსოფლიოს არცერთ გეოგრაფიულ რეგიონში.
საბერძნეთში BA.2.86 ქვევარიანტის სულ 5 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა 5-დან 7 სექტემბრამდე პერიოდში.
