Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კალამატა: 22 წლის ახალგაზრდამ ელექტროგადამცემ კაბელზე მჯდომ ჩიტს ესროლა

ხუთშაბათს გამთენიისას კალამატას მახლობლად ერთ-ერთი დასახლების მძინარე მოსახლეობა სროლის ხმამ საწოლებიდან წამოახტუნა.

როგორც გაირკვა, 22 წლის ბერძენმა ახალგაზრდამ ცალლულიანი თოფი ესროლა ჩიტს, რომელიც ელექტროგადამცემ კაბელზე იჯდა.

სროლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა რამდენიმე წუთში დააკავეს, ხოლო სანადირო თოფი, რომელიც ხელში ეკავა  ჩამოართვეს.

22 წლის მამაკაცი გადაიყვანეს კალამატას რაიონულ პროკურატურაში, სადაც მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, არამიზნობრივი სროლისა და საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *