კალამატა: 22 წლის ახალგაზრდამ ელექტროგადამცემ კაბელზე მჯდომ ჩიტს ესროლა
ხუთშაბათს გამთენიისას კალამატას მახლობლად ერთ-ერთი დასახლების მძინარე მოსახლეობა სროლის ხმამ საწოლებიდან წამოახტუნა.
როგორც გაირკვა, 22 წლის ბერძენმა ახალგაზრდამ ცალლულიანი თოფი ესროლა ჩიტს, რომელიც ელექტროგადამცემ კაბელზე იჯდა.
სროლის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა სამართალდამცავებმა ახალგაზრდა რამდენიმე წუთში დააკავეს, ხოლო სანადირო თოფი, რომელიც ხელში ეკავა ჩამოართვეს.
22 წლის მამაკაცი გადაიყვანეს კალამატას რაიონულ პროკურატურაში, სადაც მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, არამიზნობრივი სროლისა და საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს.
Facebook Comments Box
