Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათენის მერის კოსტას ბაკოიანის ამაღელვებელი პოსტი მამის მკვლელობის 34 წლისთავზე

ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბრის“ მიერ პავლოს ბაკოიანის მკვლელობის დღიდან 34 წელი გავიდა და მისმა ვაჟმა კოსტად ბაკოიანიმ მამას ამაღელვებელი სიტყვები მიუძღვნა.

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, თქვენი ღიმილი ყოველთვის ძალას მისცემს მათ, ვინც გიყვართ”,- წერს ათენის მერი თავის პირად სოციალურ ქსელში.

პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც ის ბავშვობის ასაკში, მამასთან ერთად არის გადაღებული.
მანამდე დორა ბაკოიანიმ მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით შესაბამისი პოსტი გააკეთა.
კერძოდ, დორა ბაკოიანი ფეისბუქზე წერს: „სანამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს წირავენ დემოკრატიისთვის, არც დემოკრატია კვდება და არც პოლიტიკა“.

პავლოს ბაკოიანის მკვლელობიდან 34 წლის შესახებ განცხადება ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმაც  გააკეთა:

“1989 წლის 26 სექტემბერს დილის 8საათზე ტერორისტულმა ორგანიზაციამ “17 ნოემბერი” ათენის ცენტრში მოკლა პავლოს ბაკოიანი. დემოკრატია არ ივიწყებს”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *