Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

უბედური შემთხვევა მესოლოგში: ფარშის აპარატმა ქალი თმით ჩაითრია

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მესოლოგში პარასკევს საღამოს, მსხვერპლი ხორცის მაღაზიის თანამშრომელი 50 წლის ქალია.

პირველადი ინფორმაციით,  ალბანური წარმოშობის 50 წლის ქალი ფარშის დანადგარის გაწმენდას ცდილობდა, რა დროსაც ის აპარატმა თმით ჩაითრია. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა.

ტრაგედია მსხვერპლის ქალიშვილის თვალწინ მოხდა, რომელმაც შოკში ჩავარდნილმა ყვირილი დაიწყო და დახმარებას ითხოვდა როგორც ჩანს, დედა და ქალიშვილი ერთად მუშაობდნენ მაღაზიის დალაგებაზე.

შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ასევე პოლიცია და სახანძრო სამსახური.

ქალი ორ შვილთან-18 წლის ქალიშვილთან და 10 წლის ვაჟთან ერთად მესოლოგიში ცხოვრობდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ალბანეთიდან ჩამოვიდა  ქმართან განშორების შემდეგ.

„ძალიან კარგი ქალი იყო, ქალიშვილთან ერთად დილიდან საღამომდე მუშაობდა, მაღაზიებს ალაგებდა რათა თავი ერჩინა“, – ამბობს ადგილობრივი, რომელიც მას იცნობდა და იმავე უბანში ცხოვრობდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *