Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
მსოფლიობუნებრივი მოვლენები

ქაოსი ნიუ-იორკში: ქარიშხალმა ქუჩები მდინარეებად აქცია

ნიუ-იორკს პარასკევს დილით ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რამაც ქალაქის მეტროს სისტემის ნაწილის პარალიზება გამოიწვია. გზები და გამზირები მდინარეებად გადაიქცა და ლაგუარდიას აეროპორტში მინიმუმ ერთ ტერმინალზე წვდომა შეწყდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, ხუთშაბათს საღამოს საათებში ზოგიერთ რაიონში 13 სანტიმეტრამდე ნალექს ელოდნენ, დღის განმავლობაში კი 18-ს. ”ეს არის საშიში, სიცოცხლისთვის საშიში ფენომენი” – განაცხადა მან. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ ნიაღვრები ავტობუსებსა და მანქანებშიც კი შედიოდა.

აღნიშნულია, რომ მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამსახურმა ამერიკის მეტროპოლიის მაცხოვრებლებს ურჩია, რამდენადაც შესაძლებელია თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. როგორც ცნობილია, მეტროს თითქმის ყველა ხაზი დაიკეტა, ან შეფერხებით მუშაობდა, ხოლო ჩრდილოეთის მიმართულების ხაზებიდან ორი გათიშული იყო. წყალდიდობა დაფიქსირდა როგორც ბრუკლინში, ასევე ნიუ ჯერსიში.

იმავდროულად, 8 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო გაფრთხილება უამინდობის შესახებ, რათა შეეზღუდათ გადაადგილება და ასევე გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე.

ხელისუფლება ფენომენის გამო შეშფოთებულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2021 წლის სექტემბერში ქარიშხალმა იდამ 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა უმეტესობა ბინებად გადაკეთებული სახლების სარდაფებში იყო ჩარჩენილი.

„ჩვენ მოვუწოდებთ ნიუ-იორკელებს მოემზადონ ძლიერი წვიმისა და შესაძლო წყალდიდობისთვის  პარასკევიდან და შაბათ დილამდე“,- განაცხადა ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის კომისარმა ზაკ ისკოლმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *