ომი ისრაელში: სამხედროები ადასტურებენ ტერორისთების მიერ ჩვილების თავის მოკვეთის ფაქტებს
ისრაელის სამხედრო სპიკერი მის მიერ დღეს დილით (12.10) გაკეთებულ განცხადებაში ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰამასის მებრძოლებმა თავი მოჰკვეთეს ჩვილებს ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე ჯგუფური თავდასხმების დროს.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა თქვა, რომ სამხედრო ექსპერტმა კიბუცი ღაზას სექტორთან ახლოს, სადაც 108 ცხედარი იპოვეს, ნახა ბავშვების ცხედრები და დაადასტურა თავის მოკვეთის ფაქტები.
„ვაღიარებ, რომ დაგვჭირდა ამ შემზარავი ინფორმაციის რეალურად გაგება და გადამოწმება, რადგან ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ჰამასსაც კი შეეძლო ასეთი ბარბაროსული აქტის განხორციელება“, – თქვა მან BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ვფიქრობ, ახლა შედარებით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ჰამასმა გააკეთა… ყველგან იყო მიმოფანტული, დასახიჩრებული ცხედრები“.
ჰამასის თავდასხმების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები და თავები მოკვეთეს ჩვილებს, მაგრამ მოგვიანებით ისინი უარყოფილი იქნა როგორც დეზინფორმაცია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდამსხმელები სოციალურ ქსელებში მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველ კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის ბიჭებისა და გოგოების შებოჭვისა და თავში სროლის, ცოცხლად დაწვის, ქალების გაუპატიურების და ჯარისკაცების თავების მოკვეთის კადრებს.
გუშინ ღამით, თეთრმა სახლმა გაავრცელა განმარტებები მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ მან ნახა ჰამასის თავდასხმის დროს ბავშვების თავმოკვეთის ფოტოები.
ვაშინგტონში ებრაული საზოგადოების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მან თქვა: „არასდროს მეგონა, რომ ამას ვნახავდი, ვადასტურებ ტერორისტების მიერ ბავშვების თავების მოკვეთის ფაქტებს.”
