Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პ.ფალიროში ბებია შეაწუხა მისი სახლის ქვეშ მიმდინარე კონცერტმა და შეკრებილებს ვედრით წყალი გადაასხა

ინციდენტი, რომელიც ძველი ბერძნული კინოს სიუჟეტს წააგავს, პალეო ფალიროში მოხდა.

კერძოდ, ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად მოწყობილ წვეულებაზე ბიზნესის  მფლობელმა მომღერალი ნიკოლას რაპტაკისი მუსიკალურ ბენდთან ერთად მიიწვია, თუმცა ღონისძიებაზე მეზობლები არ გაუთვალისწინებიათ.

ხმამაღალმა მუსიკამ და ხმაურმა იმავე კორპუსში მცხოვრებ მოხუც ქალბატონს როგორც აღმოჩნდა, მყუდროება დაურღვია. რომლმაც არ დააყოვნა, აივანზე გავიდა და მისი კორპუსის ქვეშ მდებარე ახალგახსნილი მაღაზიის წინ შეკრებილებს ვედრით წყალი გადაასხა.

მომღერალმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო Tiktok- ზე ატვირთა შემდეგი წარწერით:  “როგორ გადავრჩით ელექტროშოკს“ .

სოც ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა კომენტარებში მოხუცის მხარე დაიკავა და ამართლებდნენ მის რეაქციას თუმცა, მომღერალმა, რომელმაც ვიდეო ატვირთა, იქვე განმარტა, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი ნებართვა ღონისძიების ჩატარებაზე და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *