Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

საბერძნეთი: დღეს ძირითადად მზიანი ამინდი ადგილობრივი მოღრუბლულობით, ტემპერატურა 28 გრადუსს მიაღწევს

შაბათი, 14 ოქტომბერი: დღეისათვის ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ადგილობრივი ღრუბლიანობით. ადგილობრივი წვიმა და შტორმი მოსალოდნელია მხოლოდ დოდეკანისზე, ასევე  ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი პელოპონესის მთიან ნაწილში.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 6-დან 25 გრადუსამდე იქნება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიაში 5-დან 28-მდე, ეპიროსში 8-დან 27-მდე, თესალიაში 9-დან 27-მდე, დანარჩენ მატერიკზე 8-დან 26-მდე, იონიის კუნძულებზე 14-დან 25-26-მდე, ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე 11-დან 26-27-მდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 15-დან 24-25-მდე, ციკლადებზე 18-დან 22-მდე, დოდეკანისზე 16-მდე, ხოლო კრეტაზე 8-დან 24 გრადუს ცელსიუსამდე.

ეგეოსსა და იონიაში იქროლებს ქარი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ინტენსივობით 4 ბოფორტამდე, ლოკალურად ეგეოსზე 5 ბოფორტამდე.

ატიკაში მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობით. იქროლებს ქარი სხვადასხვა მიმართულებიდან 2-3 ბოფორტამდე. ჰაერის ტემპერატურა 18-დან 27 გრადუსამდე იქნება. რეგიონის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი იქნება.

თესალონიკში მოსალოდნელია ზოგადად მოღრუბლული ამინდი, ძირითადად დილის საათებში. იქროლებს ქარი სხვადასხვა მიმართულებიდან 2-3 ბოფორტამდე. თესალონიკის ცენტრში ტემპერატურა 19-დან 25 გრადუს ცელსიუსამდე იქნება

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *