Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე – წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე – წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

46 წლის ქალმა და მისმა 50 წლის ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

წყვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან გადახტა და ასფალტზე დალია სული.

ტრაგიკული შემთხვევა ზოგრაფუზე, ამოხოსტუს ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი კაცის მამა წყვილის მეზობლად, ქვედა სართულზე ცხოვრობდა.

“4 საათისკენ შემომესმა ქალის კივილი და შემდეგ დაცემისა და ნგრევის ხმა გავიგე. უცბათ ვერ შევძელი გამეაზრებინა რა მოხდა, რადგან იმ დღეს ჩვენს ქუჩაზე ბაზარს შლიდნენ და ამასთან დავაკავშირე უცნაური ხმაურიც.” – განაცხადა ამოხოსტუს ქუჩაზე მდებარე ჯიხურის გამყიდველმა.

გარდაცვლილის მამამ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ წყვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე საქმის დეტალები პრესისთვის უცნობია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *