ათენი ცარიელდება, ქალაქიდან გამსვლელთა რაოდენობა პიკს აღწევს
წელს სააღდგომოდ ათენიდან გამსვლელთა რაოდენობამ პიკს მიაღწია.
გადატვირთულია მოძრაობა როგორც ეროვნულ გზატკეცილებზე, ასევე ქალაქის ავტობუსებში, პორტებსა და აეროპორტებში.
მოძრაობა დაიწყო გუშინ, დიდი ხუთშაბათიდან.
განსაკუთრებით დაიტვირთა მანქანების ნაკადით ეროვნული გზატკეცილები ათენი – ლამიას და ათენი – კორინთოს მიმართულებით.
დილის 6-დან შუადღის 18:00 საათამდე ამ გზებზე 48 000 მანქანამ გაიარა.
გართულებული გადაადგილების გამო საცობები შეიქმნა თითქმის ყველა ცენტრალურ გზატკეცილზე.
დიდი მოძრაობაა ათენის გამზირზეც. ასევე, კინეტასა და აგიო თეოდოროში მძღოლები დიდი შეფერხებებით გადაადგილდებიან.
სააღდგომოდ ქალაქიდან გამსვლელთა უჩვეულოდ გაზრდილი ნაკადის გამო გადატვირთულია პირეას პორტიც.
დილიდანვე ათასობით მგზავრი ჯდება გემებში და სამი დღის განმავლობაში ტოვებს დედაქალაქს.
გემები უკიდეურესად გადატვირთულია მგზავრებით, ხოლო ისეთი პოპულარული მიმართულებებისკენ, როგორიცაა წრიული კუნძულები, ბილეთები მთლიანად გაყიდულია.
გუშინ პირეას პორტი 19 გემით 21 853 მგზავრმა დატოვა, დღეს კი 14 მარშრუტია დაგეგმილი.
დიდ ოთხშაბათამდე პირეას პორტიდან 69 762 მგზავრი გავიდა წრიული კუნძულების, დოდეკანისის, კრიტისა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებისკენ, ხოლო 23 766 მგზავრი გაემგზავრა არგოსარონის კუნძულებზე.

