Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ათენი ცარიელდება, ქალაქიდან გამსვლელთა რაოდენობა პიკს აღწევს

წელს სააღდგომოდ ათენიდან გამსვლელთა რაოდენობამ პიკს მიაღწია.

გადატვირთულია მოძრაობა როგორც ეროვნულ გზატკეცილებზე, ასევე  ქალაქის  ავტობუსებში, პორტებსა და აეროპორტებში.

მოძრაობა დაიწყო გუშინ, დიდი ხუთშაბათიდან.

განსაკუთრებით  დაიტვირთა მანქანების ნაკადით ეროვნული გზატკეცილები  ათენი – ლამიას და   ათენი – კორინთოს მიმართულებით.

დილის 6-დან შუადღის 18:00 საათამდე ამ გზებზე 48 000 მანქანამ გაიარა.

გართულებული გადაადგილების გამო საცობები შეიქმნა თითქმის ყველა ცენტრალურ გზატკეცილზე.

დიდი მოძრაობაა ათენის  გამზირზეც. ასევე, კინეტასა  და აგიო თეოდოროში მძღოლები  დიდი შეფერხებებით  გადაადგილდებიან.

სააღდგომოდ ქალაქიდან გამსვლელთა უჩვეულოდ  გაზრდილი ნაკადის გამო გადატვირთულია პირეას პორტიც.

დილიდანვე ათასობით მგზავრი ჯდება გემებში და სამი დღის განმავლობაში ტოვებს დედაქალაქს.

გემები  უკიდეურესად გადატვირთულია მგზავრებით, ხოლო ისეთი პოპულარული მიმართულებებისკენ, როგორიცაა  წრიული  კუნძულები, ბილეთები მთლიანად გაყიდულია.

გუშინ პირეას პორტი 19 გემით 21 853 მგზავრმა დატოვა, დღეს კი 14 მარშრუტია დაგეგმილი.

დიდ ოთხშაბათამდე პირეას პორტიდან 69 762 მგზავრი გავიდა   წრიული კუნძულების, დოდეკანისის, კრიტისა  და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებისკენ, ხოლო  23 766 მგზავრი  გაემგზავრა არგოსარონის კუნძულებზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *