Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
შაბათი, აპრილი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ატიკაში სასტუმროს ფრთა დაიხურა ტკიპების არსებობის გამო-ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ინციდენტი ლოკალური ხასიათისაა

ატიკის რეგიონში ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო იძულებული გახდა შეეჩერებინა სტუმრების განთავსება მის ერთ ნაწილში, რათა ჩაეტარებინა დეზინფექცია სასტუმროს აღნიშნულ მონაკვეთზე გაჩენილი ტკიპების გამო.

როგორც ჩანს ტკიპები სასტუმროში გაჩნდა იმ ქვეყნებიდან ჩასული სტუმრებისგან, რომლებსაც აქვთ ეს პრობლემა. ეს არის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ზოგადად გავრცელებულია ტკიპები. სავარაუდოდ მათი გადატანა მოხდა ტანსაცმლით ან ბარგით.

სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებით, ისინი შესაბამის სპეციალისტებთან განიხილავენ ტკიპების საწოლ ლეიბებში მოხვედრის შესაძლო ალბათობას, რადგან მათი განცხადებით, სასტუმროს ნომრებში ლეიბების გამოცვლის ხარჯები საკმაოდ მაღალია.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასტუმრომ დაუყოვნებლივ მიიღო შენობის აღნიშნული ფრთის დალუქვის ზომები და დეზინფექციისთვის ეცნობა შესაბამის სამსახურს.

აქვე ხაზგასმულია, რომ სხვა მსგავსი ფაქტი ქვეყნის მასშტაბით არცერთ სხვა სასტუმროში არ დაფიქსირებულა და ინციდენტი ლოკალური ხასიათისაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *