Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საბერძნეთში სპეციალური რეისით შაბათს შუადღეს ჩამოიტანენ

ბერძნული ავიაკომპანია ეგეოსის ავიახაზები ხვალ, დიდ შაბათს,  დილით შეასრულებს  სპეციალურ ავიარეისს ათენი- იერუსალიმის მიმართულებით,  იერუსალიმიდან  საბერძნეთში  წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად.

თვითმფრინავის ბორტზე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეას კაცანიოტისი, რომელიც აღდგომის  ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას დაესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრი წმინდა ცეცხლს იერუსალიმის პატრიარქისგან, თეოფილე მესამესგან მიიღებს, რომელთანაც ასევე გაიმართება შეხვედრა.

წმინდა ცეცხლის ჩამოსვლას ელეფთერიოს ვენიზელოს სახელობის აეროპორტში დაახლოებით 19:30 საათზე  ელიან.

ცეცხლის ჩამოტანის ცერემონიალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა მონაწილეობას იღებენ ეგზარქოსი არქიმანდრიტი რაფაელი, მართლმადიდებელი სინოდი და სინოდის წევრები და  ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *