Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

ისრაელი: ჰამასის თავდასხმა საბავშვო ბაღზე კიბუც ბეერიში-“აქ ბევრი ბავშვი დაიღუპა”

ინტერნეტში გავრცელდა ჰამასის ტერორისტების მიერ საბავშვო ბაღში მოწყობილი სასაკლაოს შოკისმომგვრელი და შემზარავი ფოტოები, სადაც მათ მცირეწლოვანი ბავშვების გვამები და დაცხრილული სათამაშოები დატოვეს.

საბავშვო ბაღი, რომელიც კიბუც ბეერიში, ღაზადან ოთხი მილის დაშორებით მდებარეობდა და რომელიც უნდა ყოფილიყო უსაფრთხო თავშესაფარი ხუთ წლამდე ბავშვებისთვის, საბოლოოდ პალესტინის ტერორისტული ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული თავდასხმის ადგილი გახდა.

არავინ იცის ზუსტად რა მოხდა ებრაულ შაბათს, როდესაც საბავშვო ბაღი დაიხურა. როგორც ჩანს, ოჯახებმა გამოიყენეს ეს შენობა დროებით თავშესაფრად, რადგან დაკეტილი იყო. ფანჯრებზე და კარზე ტყვიების კვალი და იატაკზე ბავშვების სკამების ქვეშ სისხლის ნაკვალევი მიანიშნებს გარდაცვლილების ან დაჭრილების უსაფრთხოდ გაყვანის სასოწარკვეთილ მცდელობაზე.

“ამ ადგილს ბევრი საშინელი საიდუმლო აქვს და სამწუხაროდ ყოველდღიურად უფრო მეტი საშინელება ხდება- აქ ბევრი ბავშვი დაიღუპა, ზოგიერთი მათგანი საშინლად დასახიჩრდა.”- ამბობს ერთ-ერთი მებრძოლი ისრაელიდან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *