ამინდი: ტემპერატურის თანდათანობით მატება მთელი ქვეყნის მასშტაბით
დღეს, ხუთშაბათს და მომდევნო დღეებში საბერძნეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის ეტაპობრივი მატებაა მოსალოდნელი, ხოლო სამხრეთის ქარები აფრიკულ მტვერსაც მოიტანს. დილის და საღამოს საათებში ადგილობრივად მოსალოდნელია ნისლიც.
წვიმა და მცირე შტორმი იქნება მხოლოდ კვირას, ხოლო მომავალი პარასკევის ჩათვლით შესაძლოა აღარ იწვიმოს.
დღეისთვის თავდაპირველად მოსალოდნელია მცირეოდენი მოღრუბლულობა, შეზღუდული ხილვადობით კონტინენტურ რაიონებში. უმრავლეს რაიონში შენარჩუნდება მზიანი ამინდი. ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, ძირითადად მაკედონიაში.
ტემპერატურა ჩრდილოეთ საბერძნეთში 5-დან 21 გრადუსამდე იქნება (დასავლეთ მაკედონიაში 2-დან 19 გრადუსამდე), ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში 7-დან 22 გრადუსამდე, დასავლეთ საბერძნეთში 14-დან 25 გრადუსამდე (ეპირში 8-დან 21 გრადუსამდე). ციკლადებზე 14-დან 23 გრადუსამდე, ხოლო კრეტაზე 12-დან 24-მდე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 13-დან 21-მდე, ხოლო დოდეკანესზე 18-დან 26 გრადუსამდე.
ქარი ჩრდილოეთ ეგეოსში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სუსტი თითქმის ზომიერი 3-4, ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ ეგეოსში ჩრდილო-დასავლეთიდან 4 ბოფორტამდე იქნება. იონში იქროლებს სამხრეთის მიმართულების სუსტი, თითქმის ზომიერი 3-4 ბოფორტის ქარი, ჩრდილოეთ იონიში შუადღიდან 5 ბოფორტამდე გაძლიერება.
ატიკაში მცირედი მოღრუბლულობა, ტემპერატურა 16-დან 22 გრადუს ცელსიუსამდე იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი.
სალონიკში ასევე მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა. ჰაერის ტემპერატურა 13-დან 19 გრადუსამდე იქნება. თერმაიკოსში იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სუსტი, თითქმის ზომიერი 3-4 ბოფორტის სიმძლავრის ქარი.
