Latest news
27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს დღეიდან ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შედის დღეს ონასისის საჯარო სკოლებსა და ექსპერიმენტალურ სკოლებში მისაღები გამოცდები ტარდება მეთანა: ექსპერტებმა 100 000 წლის განმავლობაში მიძინებული ვულკანის ფარული აქტოვობა დააფიქსირეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სააპელაციო სასამართლომ ნიკოს რომანოსი უდანაშაულოდ სცნო
კვირა, აპრილი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სასიკვდილო ონლაინ თამაშები სკოლებში: ბავშვები გონების დაკარგვამდე იკავებენ სუნთქვას

საბერძნეთის საგანმანათლებლო საზოგადოებას და მშობლებს შორის გავრცელდა შეშფოთება სასიკვდილოდ საშიში ონლაინ “თამაშის” გამო, რომლის დროსაც მოსწავლეები სუნთქვას იკავებენ მანამდე, სანამ გონებას არ დაკარგავენ.

ეს ეგრეთწოდებული თამაში დაიწყო სოციალურ პლატფორმებზე ინტერნეტში და დღეს, როგორც ჩანს, სკოლის ეზომდეც მიაღწია.

ოფიციალური პირები განგაშს ტეხენ, რადგან მსგავსმა პრაქტიკამ შეიძლება გამოიწვიოს დახრჩობა, გულის გაჩერება, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც კი.

საბერძნეთში მხოლოდ ხუთი მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა ოფიციალურად ერთი წლის განმავლობაში ამ “სიკვდილის თამაშით” გამოწვეული, ამბობს კიბერ დანაშაულის პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი მანოლის სფაკიანაკისი.

თავის მხრივ, ბავშვთა ფსიქოლოგი ალექსანდრა კაპატუ საუბრობს იმაზე, თუ რა საშუალებას უნდა მიმართონ მშობლებმა ასეთ შემთხვევაში,  რა მიმართულებით უნდა ესაუბრონ შვილებს და ასევე იმ მიზეზებზე, რაც უბიძგებს მოზარდს მონაწილეობა მიიღოს მსგავს „გამოწვევებში“.

ამ სახიფათო ტენდენციას უწოდებენ Black Out Challenge და ის გაჩნდა TikTok-ზე. მონაწილეები კისერზე ძლიერად იჭერენ კაბელს ან თოკს, რაც სუნთქვის შეკავებას და გონების დროებით დაკარგვას იწვევს. შემდეგ კამერით იღებენ ეიფორიის მომენტს, რომელსაც განიცდიან, როდესაც ცნობიერება თანდათან უბრუნდებათ.

„ეს ახალგაზრდებს შორის გავრცელებული ძალიან საშიში პრაქტიკაა, რომელსაც აშშ-ში რამდენიმე მოზარდის სიკვდილი მოჰყვა.”- იტყობინება კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტი CSI, რომელიც შეიქმნა ბ-ნი მანოლის სფაკიანაკისის, კიბერ დანაშაულის პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ.

“საბერძნეთში ოფიციალურად დაფიქსირდა ხუთი მსგავსი ინციდენტი. პოლიცია ამ შემთხვე აში არ ჩარეულა, რადგან არანაირი საჩივარი არ შეტანილა, თუმცა ინტერნეტ სტატისტიკა აისბერგს ჰგავს, ზედაპირზე მცირე ნაწილი ჩანს და ქვემოთ არ ვიცით რა ხდება.

ჩვენ სიკვდილს ვეთამაშებით ისეთი აპლიკაციებით, როგორიც TikTok-ზეა. აქ არავითარ შემთხვევაში არ არის დამნაშავე კომპანია, არამედ ადამიანები, ვინც ამ გამოწვევებს აყენებს. პირადად მე  მშობლებს ვაკისრებ ძირითად პასუხისმგებლობას, რომლებიც შვილებს უკონტროლოდ უშვებენ ასეთ თამაშებთან წვდომაზე.

ეს არის “თამაში”, რომელიც სულ მცირე ორი წლის წინ შეიქმნა და ექვსი თვის წინ გავრცელდა. სიკვდილის თამაშებმა მართლაც მიაღწია სკოლებამდე.

ინტერნეტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენება. როდესაც ბავშვი ამ თამაშებს უყურებს მშობლების მხრიდან რაიმე ზომების მიღების გარეშე, მაშინ ეს არ არის ინტერნეტის, TikTok-ის ან სხვა ქსელების ბრალი, არამედ ჩვენი, მშობლების ბრალია, რომლებიც ჩვენს შვილებს უკონტროლოდ ვტოვებთ კომპიუტერთან.”- ამბობს მანოლის სფაკიანაკისი.

ალექსანდრა კაპატუ, ბავშვთა ფსიქოლოგი განმარტავს თუ რა გარემოებები უბიძგებს ბავშვს და მოზარდს მსგავს სახიფათო პრაქტიკას მიმართოს. ის მოუწოდებს მშობლებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდათ მსგავსი შემთხვევა ოჯახში, სიმშვიდითა და ნდობით მიუდგნენ შვილს, აუხსნან მაღალი რისკები და მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გაიმეოროს მსგავსი რამ.

„ეს არის პოტენციურად საშიში „თამაში“, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ზოგიერთ სკოლაში და ჩვენს ქვეყანაშიც.

დროდადრო ჩნდება მსგავსი თამაშები ან გამოწვევები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ტესტებს „მოთხოვნებით“ და „მიზნებით“, რომლებსაც მათი შემქმნელები უყენებენ ბავშვებს თავიდან მსუბუქი ფორმებით, შემდეგ კი მოთხოვნები თანდათან უფრო სახიფათო ხდება, როგორც მაგალითად ამ კონკრეტულ თამაშში-მეგობრის მიერ ან საკუთარი ხელით  კისერზე განზრახ ზეწოლით გამოწვეული ცნობიერების დროებითი დაკარგვა, რაც იწვევს ეიფორიას.

ეს ძალიან საშიშია, რადგან ზეწოლის რამდენიმე ზედმეტმა წამმაც კი შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვებმა შეცდომით გამოთვალეს და მეტი ხნით მოახდინეს ზეწოლა კისერზე, ეგონათ, რომ გაუძლებდნენ და საბოლოოდ  განუვითარდათ ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეუქცევადია.

თამაში მიმზიდველი ხდება ბავშვებისთვის მოზარდობის პერიოდში. ეს პრაქტიკა, თუ დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, შეიძლება ზვავით აგორდეს რადგან ის გადაინაცვლებს ერთი სკოლიდან მეორეში.

მიზეზები, რომლებიც ბავშვს უბიძგებს მსგავსი ტესტის გავლას, არის დაუცველობა, დაბალი თვითშეფასება, აღიარების მოთხოვნილება, მარტოობა, მეგობრების ყოლის მოთხოვნილება, მშობლებთან პრობლემური ან თუნდაც არარსებული კომუნიკაცია ან თუნდაც დაუდგენელი ფსიქიკური აშლილობა, როგორიცაა დეპრესია. არის რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვს მსგავსი გამოცდისკენ უბიძგოს.

ასეთ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის მიღმა იმალება მათ ქცევაში სხვადასხვა სირთულეები, რომლებიც შემდგომ გამოკვლევას საჭიროებს. ბავშვი ექვემდებარება მსგავს ტესტებს, რათა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია გახდეს ჯგუფის წევრი, რომ ის ძლიერია, არ არის მარტო და მის წარმოდგენაში არსებული გარკვეული ავტორიტარული ჯგუფის ღირსეული წევრია.

ჩვეულებრივ, რაც უფრო დაუცველია მოზარდი, მით უფრო დიდია მისი მოთხოვნილება, რომ მოიპოვოს აღიარება მეგობრების ჯგუფში. ასევე, თუ ბავშვი არის ინტროვერტი, ან აქვს დეპრესიისკენ მიდრეკილება ან ოჯახში თავს მარტოსულად გრძნობს, ის უფრო ადვილად შეიძლება გახდეს „მსხვერპლი“.

ასევე, ეიფორიის დროებითმა განცდამ (ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარების მსგავსი) შეიძლება შენიღბოს ნეგატიური ემოციები ან ძლიერი შფოთვა, რომელიც განიცადა სხვადასხვა მიზეზის გამო.

არის გარკვეული ნიშნები, რომლის ამოცნობითაც მშობელს შეუძლია აღმოაჩინოს და მიხვდეს, მისი შვილი ხომ არ ემორჩილება მსგავს პროცესს.

ბავშვები ამას ერთხელ არ აკეთებენ, ისინი ამას ისევ და ისევ იმეორებენ. თავიდან იმიტომ, რომ ეშინიათ, შემდეგ კი შეიძლება ექსპერიმენტები დამოუკიდებლად ან მეგობრების წახალისებით გააგრძელონ, რის შემდეგაც რიგ შემთხვევებში ისინი უჩივიან თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, სიარულის გაძნელებას, სიწითლეს ან შეშუპებას სახეზე, შეინიშნება რაიმე ნივთის მოჭერის კვალი კისერზე, ოთახში ჩნდება თოკები ან ქამრები. ეს და სხვა მსგავსი ნიშნები არის ის, რასაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.”

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *