Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთიისტორიული პიროვნებებიღირშესანიშნავი ადგილები

ვენიზელოსის სასახლე: ამ დრომდე შემორჩენილი ყველაზე ძველი სახლი ათენში

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის დედაქალაქი ათენი სავსეა უძველესი ძეგლებითა და ტაძრებით,  არის კიდევ ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა- მისი ამ დრომდე შემორჩენილი უძველესი სახლი, ვენიზელოსის სასახლე, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება.

ვენიზელოსის სასახლე, გარდა იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიის დროს ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი თვალსაჩინო ნიმუშია, ის ასევე პოპულარული მუზეუმია.

პლაკას ისტორიული უბნის ცენტრში, ადრიანუს ქუჩაზე, “ვენიზელოსის სასახლე” ან “წმინდა ფილოთეას სახლი” არის უძველესი შემორჩენილი სახლი საბერძნეთის დედაქალაქში.

სასახლე აშენდა 1500-იანი წლების დასაწყისში და განახლდა მე-18 საუკუნეში, შენობა არის ტიპიური ორსართულიანი სასახლე, რომელიც დამახასიათებელია საბერძნეთის ოსმალეთის ოკუპაციის პერიოდისთვის, ხოლო ისტორიულ სახლში განთავსებული მუზეუმი ხაზს უსვამს ათენის ყოველდღიურ ცხოვრებას იმავე პერიოდში.

შენობას აქვს ულამაზესი “ჰაგიატი”, გადახურული ვერანდა, ასევე დიდებული თაღები პირველ სართულზე და შიდა ბაღი ჭით, შთამბეჭდავი შადრევნით და ტრადიციული ზეთისხილის საწნახელიც კი.

შიდა ბაღს სასახლის შუაგულში მაღალი კედლები აკრავს, რაც დამახასიათებელია ოსმალეთის ეპოქის სახლებისთვის, როგორიცაა ვენიზელოსის სასახლე.

სასახლე არ არის გამორჩეული იმ პერიოდის არქიტექტურის თვალსაზრისით. ათენს უდავოდ ჰქონდა ამ ტიპის რამდენიმე სახლი მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, რადგან არსებობს ამ ეპოქის ნახატები, რომლებიც ასახავს ამ სახლის მსგავს რამდენიმე სახლს.

მე-16 საუკუნის სასახლე აშენდა ორ ადრინდელ ქვის ნაგებობაზე, რომლებიც ჩართული იყო გვიანდელი შენობის პირველ სართულზე.

იმდროინდელი ცნობების თანახმად, ისტორიული სასახლე იყო წმინდა ფილოთეას სახლი 1545 წლიდან 1589 წლამდე, რადგან ის ეკუთვნოდა არისტოკრატული ოჯახის შთამომავალს და წმინდანის მამას ანგელოს ვენიზელოსს.

გადმოცემის თანახმად, წმიდა ფილოთეამ ხანმოკლე გათხოვებისა და დაქვრივების შემდეგ მონასტერი ააგო თავის სახლთან, სადაც დღეს ათენის მთავარეპისკოპოსის სასახლეა.

შენობა 1972 წელს მიიღო საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ, ხოლო 1999 წელს იგი გადაეცა ათენის ბერძნულ მართლმადიდებლურ არქიეპარქიას.

შემდეგ სტრუქტურა აღადგინეს და გადაკეთდა მუზეუმად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით. ათენის უძველესი სახლის რემონტი 2008 წელს დაიწყო, ხოლო ვენიზელოსის სასახლის მუზეუმი საზოგადოებისთვის 2017 წელს გაიხსნა.

ადამიანებს შეუძლიათ ეწვიონ მუზეუმს, რათა გაეცნონ ვენიზელოსის ოჯახისა და წმინდა ფილოთეას ცხოვრების ისტორიას, ასევე გაეცნონ ათენის არისტოკრატიის ცხოვრებასა და ტრადიციებს 1821 წელს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ რევოლუციამდე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *