Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

შემზარავი მკვლელობა თესალონიკში: მამამ საკუთარი ქალიშვილი მოკლა

ვრცელდება ინფორმაცია მამის მიერ საკუთარი ქალიშვილის შოკისმომგვრელი მკვლელობის შესახებ, რომელიც სამშაბათს ნაშუადღევს, თესალონიკში მოხდა.

69 წლის მამამ საკუთარი ხელით მოკლა 42 წლის ქალიშვილი, რომელიც 14 წლიდან გაფანტული სკლეროზით იყო დაავადებული და ინვალიდის ეტლში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ძმამ აღმოაჩინა მეტეორონის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, რის შემდეგაც მივიდა მამის სახლში, ტუმბას რაიონში, რომ მამისთვის ეცნობებინა მომხდარის შესახებ და იპოვა ის მუცლის არეში წყლის სათევზაო თოფით დაჭრილი.

სავარაუდოდ სწორედ იქ მამამ უთხრა შვილს, რომ მან მოკლა მისი ქალიშვილი, რადგან ვეღარ უძლებდა ავადმყოფობის გამო მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას და შემდეგ თავის მოკვლა სცადა.

69 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით ჰიპოკრატეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *