ხალკიდა: ევრიპოს ხიდს იალქნიანი ნავი შეეჯახა
გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ხალკიდაში, იალქნიანი ნავის ევრიპოს ხიდთან შეჯახების მომენტი, რომელიც ხიდის გახსნის მოლოდინში მექანიკური გაუმართაობის გამო დინებამ წაიღო.
გემი დინებამ ხიდის ქვეშ შეითრია, რა დროსაც მისი ანძა გადატყდა. გემი აგრძელებს უმართავ ცურვას და ხიდის მოპირდაპირე მხარეს კედელს ეჯახება.
შემთხვევის ადგილზე სანაპირო დაცვის თანამშრომლები მივიდნენ და მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
რამდენიმე საათის შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა მოახერხეს ნავის კონტროლზე აყვანა და ის ხალკიდას სანაპიროზე გადაიყვანეს.
ვიდეო:
Facebook Comments Box
