Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

უბედური შემთხვევა თესალონიკში: შშმ მამაკაცი ინვალიდის ეტლით ლიფტის შახტაში ჩავარდა

დღეს თესალონიკში 78 წლის ეტლით მოსარგებლე,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმული მამაკაცი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა ხარილაუში, მარასლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.  78 წლის მამაკაცი სავარაუდოდ  ეტლით ლიფტში შესვლას ცდილობდა, თუმცა, როგორც ჩანს ლიფტის კარის გაღებისას კაბინა ადგილზე არ აღმოჩნდა და ხანდაზმული ეტლით შახტაში ჩავარდა.

შემთხვევის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინეს სახანძრო სამსახურს. მაშველთა ჯგუფმა  14:00 საათის შემდეგ დაიწყო  მამაკაცის შახტიდან გამოყვანის ოპერაცია, რა დროსაც ის მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის სამი მანქანა რვა მეხანძრე-მაშველით იყო მობილიზებული.

საბოლოოდ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გარდაცვლილის ცხედარი საავადმყოფოში გადაასვენა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *