Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

DYPA-ს მონაცემებით საბერძნეთში ოქტომბრის თვეში 900297 უმუშევარია რეგისტრირებული

საბერძნეთის დასაქმების საჯარო სამსახურის რეესტრის (DYPA) 2023 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა საერთო რაოდენობამ 900 297 ადამიანი შეადგინა. რეგისტრირებულ უმუშევართა ყველაზე მეტი რაოდენობა 30-44 წლის ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნება.

DYPA-ს რეგისტრირებული უმუშევრობის სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული 900,297 ადამიანიდან, 492,597 (54.7%) რეგისტრირებულია DYPA-ს რეესტრში 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ხოლო 407,700 (45.3%) რეგისტრირებულია12 თვეზე ნაკლები ვადით.

რეგისტრირებულთაგან 309 787 პირი მამაკაცია, ხოლო 590 510 ქალი.

რეგისტრირებულ უმუშევართა განათლების დონის მიხედვით უმეტესობას საშუალო, ან საშუალოს შემდგომი საფეხურის განათლება აქვს მიღებული.

ქვეყნის რეგიონებს შორის რეგისტრირებული უმუშევართა  ყველაზე დიდი რაოდენობა ატიკას რეგიონსა და ცენტრალური მაკედონიის რეგიონში დაფიქსირდა.

აქედან, სუბსიდირებულ უმუშევართა საერთო რაოდენობამ 2023 წლის ოქტომბერში 118 497 ადამიანი შეადგინა.

სუბსიდირებული უმუშევართა საერთო რაოდენობიდან 96855 პირი არის ზოგადი მუშა, 1428 მშენებელი, 9546 ტურისტულ სფეროში დასაქმებული სეზონური მუშახელი, 1084 სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მუშახელი, 9429 მასწავლებელი და 155 პირი სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *