Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

განგაში სტამბოლის აეროპორტში: ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც სტამბოლიდან მარსელის მიმართულებით რეისის შესასრულებლად ემზადებოდა, აფრენამდე სულ ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ მგზავრს მშობიარობა დაეწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ქალი მიხვდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა, გადაიყვანეს თვითმფრინავის სხვა ნაწილში, სადაც სასწრაფოდ  გამოძახებულმა ექიმებმა მშობიარე მიიღეს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ადის სამედიცინო პერსონალი თვითმფრინავში მომავალი დედის დასახმარებლად, მგზავრები კი ცდილობენ დაინახონ, თუ რა ხდება.

ხანმოკლე დროის შემდეგ ექიმებმა ქსოვილში გახვეულ ჩვილთან ერთად თვითმფრინავი დატოვეს.

ნაადრევად დაბადებული ბავშვი შემდგომი პროცედურების ჩასატარებლად სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღნიშნულია, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, როდესაც სან ხუანიდან პუერტო რიკოს მიმართულებით სამ საათიანი ფრენის დროს, თვითმფრინავში ქალმა იმშობიარა.

ვიდეო:

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *