Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ქრისტე აღსდგა!- საბერძნეთი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

საზეიმო განწყობა და გაზაფხულის  თბილი  საღამო- საბერძნეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივ ეკლესიებში  აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაული ზარებით და ფოიერვერკებით   აღინიშნა.

შაბათს  საღამოს წმინდა ცეცხლი   სპეციალური ავიარეისით ჩავიდა საბერძნეთში და  ქვეყნის შიგნით  16 მიმართულებით გაიგზავნა.

წირვაზე, რომელიც გვიან  საღამოს დაიწყო, ტაძრების წინ  უამრავი ადამიანი შეიკრიბა სანთლებით ხელში.

ლიტურგიის დროს, შუაღამემდე რამდენიმე წუთით ადრე ყველა განათება  ჩაქრა, სამსხვერპლოდან გამოსული სასულიერო პირი, რომელსაც წმინდა ცეცხლით ანთებული სანთლები უჭირავს, ცეცხლს უზიარებს ხალხს ეკლესიის შიგნით და მისტიური გალობით ქრისტეს აღდგომას ულოცავს.

საგალობელი  რომელიც აღდგომის ღამეს იგალობება ბიზანტიური  საღმრთო ლიტურგიის ნაწილია  და მე-5 საუკუნით თარიღდება.

ცერემონია ლამაზი და ხმაურიანი ფოიერვერკებით გაგრძელდა, ადამიანებს მიაქვთ სახლში ანთებული სანთლები  და  სანთლის ალით კარზე ჯვარს გამოსახავენ  წარმატების და კურთხევის ნიშნად.

საეკლესიო ცერემონიის შემდეგ ბერძნულ ოჯახებში იშლება სუფრა, რომელიც  კვერცხის გატეხვის რიტუალით იწყება.

წითელი კვერცხის გატეხვის  ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს, ეს ერთგვარი, რელიგიური სიმბოლოკით დატვირთული სახალისო თამაშია,  კვერცხის გატეხვა, როგორც სიმბოლო იესოს მკვდრეთით აღდგომის და საფლავიდან გამოსვლისა.

ამას მოჰყვება ტრადიციული სააღდგომო კერძი ” მაგირიცა”,  წვნიანი, რომელიც ცხვრის ხორცისგან მზადდება და სააღდგომო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია.

ბერძენ- ამერიკელები და ბერძენ- კანადელები მას ზოგჯერ აღდგომის სუპს უწოდებენ.

მაგირიცა, რომელიც ასრულებს მარხვის 40 დღიან პერიოდს, ითვლება საუკეთესო კერძად, ჩვეულებრივ კვებით ჩვევებზე გადასვლის შესამსუბუქებლად.

საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით თესალიაში მას მიირთმევენ არა როგორც სუპს, არამედ როგორც ფრიკასეს, მრავალფეროვან ბოსტნეულთან ერთად.

სააღდგომო სუფრაზე იხსნება რეცინა, წინა წლის მოსავლის პირველი ღვინო, აღდგომის კვირას  სუფრები იშლება ბუნებაშიც, იმართება პიკნიკები, სადაც ცეცხლზე  ბატკანს წვავენ. ზეიმი და მხიარულება კი ჩვეულებისამებრ დილამდე გრძელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *