Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

OASA სამგზავრო ბარათის მიღმა დიდი თაღლითობა იმალება!

OASA სამგზავრო ბარათის მიღმა დიდი თაღლითობა იმალება!

რამდენიმე დღეა, სოციალური მედია და განსაკუთრებით ფეისბუქი, ვირუსულად მოიცვა დაფინანსებულმა რეკლამამ, რომელიც სხვა არაფერია, თუა არა კარგად მოფიქრებული თაღლითობა.

კერძოდ, ეს რეკლამა მომხმარებელს საჩუქრად სთავაზობს მეტროს ბარათს 12 თვის ხანგრძლივობით – მხოლოდ 2 ევროს ფასად.

თაღლითობის ავტორებმა ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ ყალბ ბარათებზე დატანილი OASA-ს ლოგოს მიმართ ეჭვი არავის გაჩენია. თუმცა, იმ ადამიანების დაკვირვებული თვალი, რომლებსაც ინტერნეტთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხება აქვთ, მანც შეძლებს ამოცნოს ყალბი ვებსაიტი, რომელიც ბარათზეა მითითებული და არანაირი კავშირი არა აქვს კომპეტენტურ ვებსაიტთან.

თაღლითური სქემის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ, გულუბრყვილო მომხმარებელი, რომელიც თანხმდება ამ შეთავაზებას, აწვდის უცნობებ პირებს პირად მონაცემებს და, რაც ყველაზე სავალალოა, – საკრედიტო ბარათის ნომრებსაც…

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ორგანოები უკვე 10 დღეა ინფორმირებული არიან ამ ფაქტის შესახებ, თაღლითობა კვლავაც გრელდება და მისი მსხვერპლი  დღითიდღე მატულობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *