Latest news
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შევა

ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შევა

საბერძნეთის სატრანსპორტო სამინისტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დროის შემცირებას და ავტობუსების მოძრაობის სიხშირის გაზრდას გეგმავს. ΟΑΣΑ-ს 15 სტანდარტულ ავტობუსის ხაზზე 2026 წლის პირველ ნახევარში, 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პიკის საათებში ავტობუსებს შორის ინტერვალი 13,6%-ით შემცირდა.

1 ოქტომბრიდან კი ΟΑΣΑ სტანდარტული ავტობუსის ხაზების რაოდენობას 15-დან 20-მდე გაზრდის. ხუთ ახალ ხაზს დამატებითი ავტობუსები მოემსახურება, ხოლო პიკის საათებში მათი მოძრაობის ინტერვალი 12 წუთს არ გადააჭარბებს.

ახალი სტანდარტული ხაზებია:

  • 051 – Στ. Υπεραστικών Λεωφορείων Κηφισού – Ομόνοια (აკადემიის გავლით)
  • 214 – Ζωοδόχος Πηγή – Ακαδημία
  • 732 – Ίλιον – Αγ. Φανούριος – Ακαδημία
  • 822 – Στ. Αγ. Αντώνιος – Νέα Ζωή
  • Α15 – Στ. Λαρίσης – Δάσος

უკვე მოქმედ 15 სტანდარტულ ხაზს შორისაა 040, 550, 608, 703, 843, Α2, Α5, Α7, Α8 და Α13.

გარდა ამისა, 11 სექტემბრიდან ზამთრის განრიგის ამოქმედებასთან ერთად, პიკის საათებში გაიზარდება მეტროს მოძრაობის სიხშირეც. ხაზი 1 იმოძრავებს დაახლოებით ყოველ 6,5 წუთში, ხაზი 2 – ყოველ 4,5 წუთში, ხოლო ხაზი 3 – ყოველ 4 წუთში.

ტრამვაის მე-6 ხაზის ინტერვალი 7,5 წუთამდე შემცირდება, ხოლო ხაზი 7-ის – 9 წუთამდე.

ცვლილებების მთავარი მიზანია მგზავრების ლოდინის დროის შემცირება, უფრო ხშირი რეისების უზრუნველყოფა და ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური მომსახურების გაუმჯობესება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *