Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს 

ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს 

ბერძენმა მსახიობმა, თოდორის ათერიდისმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტა მისი პოზიცია, რადგან მისი მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდის მისამართით გაკეთებულმა მხარდამჭერმა განცხადებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

მსახიობის თქმით, მას არ აშინებს საზოგადოებრივი კრიტიკა და მიაჩნია, რომ „Marfin“-ის ბანკში 2010 წელს გაჩენილი ხანძრის საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას. მისი განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი არ ისურვებდა მკვლელების გამოვლენას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მინისტრს პოლიტიკური ქულები არ დაეწეროს.

ათერიდისმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების განსჯა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, თუმცა თავად მხარს უჭერს ხრისოხოიდის ძალისხმევას მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და დაუსჯელობის სინდრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ასევე გაიხსენა, რომ სწორედ ხრისოხოიდის მინისტრობის პერიოდში იქნა ლიკვიდირებული ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბერი“.

მსახიობმა განაცხადა, რომ თავისი მოსაზრებების გამო პასუხისმგებლობას სრულად იღებს და კრიტიკა მის პოზიციას ვერ შეცვლის. მისი თქმით, ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა საზოგადოების ინტერესებში შედის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *