Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ხვალიდან ქარების სიმძლავრე იკლებს 

ხვალიდან ქარების სიმძლავრე იკლებს 

ოთხშაბათს, 13 აგვისტოს,  საღამოდან ამინდი ხელს შეუწყობს მეხანძრეებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც უკონტროლოდ წვავს ათასობით ჰექტარს.

ქარების სიმძლავრე ხვალინდელი საღამოდან იკლებს.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მეტეოროლოგი ანასტასია ტურასკი აცხადებს: “13 აგვისტოს საღამოს საათებიდან იონიის ზღვის კუნძულებსა და ცენტრალურ საბერძნეთში  ქარის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ისევე როგორც დასავლეთ საბერძნეთში. ქვეყანაში მშრალი, ძლიერი ჩრდილოეთის ქარები შენარჩუნდება, თუმცა მათი სიმძლავრე 6-7 ბოფორამდე იმერყევებს და ისიც მხოლოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.”

მოსალოდნელია ტემპერატურის უმნიშვნელო კლებაც ხუთშაბათიდან, 14 აგვისტოდან.

იპიროზე, მაკედონიასა და კუნძულ კრეტაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში დაუბერავენ 3-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში 36-37 გრადუსამდე გაიზრდება, ისევე როგორც იონიის ზღვის კუნძულებზე. ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულებზე კი 33-35 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *