Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის პროგნოზი სექტემბრის დასაწყისისთვის

ამინდის პროგნოზი სექტემბრის დასაწყისისთვის

საბერძნეთში აგვისტოს ბოლო დღეები შედარებით ზომიერი სიცხით, ატმოსფეროში აფრიკული მტვრის სიჭარბით, ხანმოკლე წვიმებითა და ქარებით დასრულდება. მეტეოროლოგების პროგნოზის თანახმად, მსგავსი ამინდი სექტემბრის პირველ დღეებშიც შენარჩუნდება.

ორშაბათს, 31 აგვისტოს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში დილით ნისლია მოსალოდნელი, უმეტეს რეგიონში უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. შუადღის შემდეგ დასავლეთსა და ჩრდილოეთ საბერძნეთში ღრუბლიანობა მოიმატებს და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დასავლეთ საბერძნეთში ასევე მოიმატებს აფრიკული მტვრის კონცენტრაცია.

ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარი ადგილობრივად 6 ბოფორს მიაღწევს, ხოლო იონიის ზღვაში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 5 ბოფორამდე გაძლიერდება.

ჰაერის ტემპერატურა კრეტასა და დოდეკანისას კუნძულებზე 34–35 გრადუსამდე, ხოლო კიკლადესისა და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზე დაახლოებით 30 გრადუსამდე მოიმატებს.

ათენში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა 21–34 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, აღმოსავლეთ რაიონებში კი ჩრდილოეთის ქარი ადგილობრივად 5 ბოფორს მიაღწევს.

სამშაბათსა და ოთხშაბათს ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხუთშაბათიდან კი სრულიად საბერძნეთში მერყევი ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს წვიმისა და ხანმოკლე თავსხმის ალბათობა, ამასთან ტემპერატურაც საგრძნობლად იკლებს.

პარასკევისა და შაბათის მთავარი მახასიათებელი ეგეოსის ზღვაში გაძლიერებული ქარები იქნება. კვირიდან კი ტემპერატურა კვლავ მატებას დაიწყებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *