Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ უნდა მოვახდინოთ არასრულწლოვნებს შორის ძალადობის პრევენცია

როგორ უნდა მოვახდინოთ არასრულწლოვნებს შორის ძალადობის პრევენცია

ინსტიტუციების, მასწავლებლების, მშობლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მყოფი პროფესიონალების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობისკენ გვიბიძგებს ბოლო დროს გამოვლენილი ძალადობისა და ბულინგის შემთხვევები სკოლებში და სკოლებს გარეთ, რომელთა მთავარი მონაწილეები და დამნაშავეებიც ძირითადად არასრულწლოვნები არიან.

ბოლო წლებში გახმაურებული კრიმინალური საქმეებიდან ადვილად შეგვიძლია დავასახელოთ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულები.

საბერძნეთში ეს თემა საკმაოდ აქტუალური და მტკივნეულია. სწორედ ამიტომ საინტერესოა, რამ შეიძლება განაპირობოს არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენა, როგორ შეიძლება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენცია, რა არის საჭირო მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის და რა პროგრამები ხორციელდება ამ კუთხით.

დანაშაულის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია. ის შედგება  ფსიქოლოგიური და სოციალური გარემოებებისგან, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და იწვევენ ამა თუ იმ ქცევას.

არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მიზეზებად სახელდება, ასევე, ბავშვობაში მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმები, გადატანილი ძალადობა, კრიმინალური ავტორიტეტებისთვის მიბაძვა და ა.შ.

არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თეორია – სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას ამა თუ იმ ქმედების გამომწვევი მიზეზები. ამ თეორიის მიმდევრები განიხილავენ დანაშაულს, როგორც გააზრებულ პასუხს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ მოვლენაზე.

ბავშვის/მოზარდის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ოჯახი, განსაკუთრებით მშობლები. ოჯახური პრობლემები კი შეიძლება იყოს ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური და სხვა.

დანაშაულის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ოჯახური ძალადობა, მშობლების გულგრილობა, მშობლების მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება და ა.შ.

ცუდმა სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, მშობლების გულგრილმა დამოკიდებულებამ, არასრულფასოვნების განცდამ, არასაკმარისმა ყურადღებამ, და სხვა მრავალმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური პრობლემები ბავშვებში და მოზარდებში. მაგალითად, დეპრესია, შიშები და კომპლექსები, ჭარბი აგრესია და ა.შ. რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს არასრულწლოვნის მიერ დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი.

სწორედ ამიტომ მასწავლებელთა და პროფესორთა საგანმანათლებლო ასოციაციებმა ბოლოდროინდელ განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია სკოლებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გაძლიერება. სასწავლო წლის დასაწყისიდანვე სკოლებში ფსიქოლოგებისა და სოც.მუშაკების დანიშვნა, რომლებიც სტაბილურ კონსულტაციას გაუწევენ როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებლებსაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *