Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ანტონიო კოსტა: კვიპროსის გაერთიანება ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს

ანტონიო კოსტა: კვიპროსის გაერთიანება ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოსტამ, ნიქოზიიდან მხარდაჭერა გამოუცხადა კვიპროსის საკითხზე მოლაპარაკებების განახლების მცდელობებს და განაცხადა, რომ „ერთიან ევროპას გაერთიანებული კვიპროსი სჭირდება“.

ანტონიო კოსტა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდისს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები კვიპროსის საკითხი და ევროკავშირის ახალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი, ევროპული თავდაცვა, ევროკავშირის გაფართოება, კონკურენტუნარიანობა და მიგრაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის, ძალისხმევის მიმართ, რათა კვიპროსის პრობლემა დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოგვარდეს.

მისი განცხადებით, ევროკავშირი მზად არის აღნიშნულ პროცესში დადებითი როლი შეასრულოს და საკუთარი ურთიერთობები თურქეთთანაც გამოიყენოს ამ მიზნისთვის.

ხრისტოდულიდისმა განაცხადა, რომ კვიპროსი მზად არის მოლაპარაკებების გასაახლებლად იმ წერტილიდან, სადაც ისინი 2017 წელს, კრან-მონტანაში შეწყდა. მისი თქმით, საბოლოო პოლიტიკური ნება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გამოჩნდეს და არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროკავშირის 2028-2034 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსაც. ხრისტოდულიდისმა აღნიშნა, რომ კვიპროსი წლის ბოლომდე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას ელოდება.

ასევე განიხილეს კვიპროსის შენგენის ზონაში სრულად გაწევრიანების საკითხი, რასაც ნიქოზია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს.

მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთის ვითარებასა და კვიპროსის რეგიონულ როლზეც. ნიქოზიამ დაადასტურა მზადყოფნა, რომ კვიპროსი ევროკავშირს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ხიდის როლს შეასრულებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *