არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლისა და თამბაქოს მიყიდვის აღმოსაფხვრელად ახალი ზომები გატარდება
არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლისა და თამბაქოს მიყიდვის აღმოსაფხვრელად ახალი ზომები გატარდება
სამი ახალი ციფრული ინსტრუმენტი წარადგინეს 19 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ადონის ღეორღიადისმა ციფრული სამინისტროს მინისტრთან, დიმიტრის პაპასტერღიუსთან ერთად. აღნიშნული ინსტრუმენტები მიზნად ისახავს არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის აკრძალვის ძალისხმევის გაძლიერებას.
“საუბარი გვაქვს 3 სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულ კანონზე, რომელიც პირდაპირ კრძალავს არასრულწლოვნებისთვის როგორც ალკოჰოლური ნივთიერებების, ასევე თამბაქოს მიყიდვას. ციფრული სამინისტრო მოგვაწოდებს ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებრივი წესრიგის სამინისტროს განახორციელოს სრულფასოვანი კონტროლი.” – განაცხადა ადონის ღეორღიადისმა.
Facebook Comments Box
