Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ბერძნულმა პასპორტი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ხუთეულში შევიდა

ბერძნულმა პასპორტი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების ხუთეულში შევიდა

2025 წლის დასაწყისში საბერძნეთი პასპორტის სიძლიერის მიხედვით მე-6 ადგილს იკავებდა.

  1. სიაში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს. ამ პასპორტის მფლობელებს 195 ქვეყანაში შეუძლიათ გამგზავრება უვიზოდ.
  2. მეორე ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც 193 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე მოგზაურობა.
  3. მესამე ადგილზე ქვეყნების ექვსეული გავიდა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი. ფინლანდია და სამხრეთ კორეა, რომელი ქვეყნების პასპორტების მფლობელებისთვისაც 192 ქვეყნის კარია ღია.
  4. მეოთხე ადგილს ევროკავშირის 7 ქვეყანა იკავებს: ავსტრია, დანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები 191 ქვეყანაში სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით.
  5. მეხუთე ადგილს იკავებენ: ბელგია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
  6. საბერძნეთი მეექვსე ადგილზე გავიდა ავსტრალიასთან ერთად. როგორც ჩანს საბერძნეთის მოქალაქეებს 189 ქვეყანაში აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება.
  7. კანადა, მალტა, პოლონეთი (188)
  8. ჩეხეთი, უნგრეთი (187)
  9. ესტონეთი, აშშ (186)
  10. ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (185)

თუმცა სულ რაღაც ექვს თვეში საბერძნეთმა მეექვსე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა, ხოლო ამერიკამ კი მეცხრე ადგილიდან მეათეზე გადაინაცვლა და წლების განმავლობაში პირველად ათეულს გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ დადგა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *