Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების მხრიდან ძალადობრივი ინციდენტების მუდმივი ზრდა შეინიშნება

არასრულწლოვან  გულშემატკივართა მხრიდან ძალადობის შემთხვევების მზარდი რაოდენობა პოლიციისთვის სერიოზული თავის ტკივილი ხდება.

საბერძნეთის პოლიციამ გუშინ ათენსა და თესალონიკში საფეხბურთო მატჩების დაწყებამდე 12 ადამიანი დააკავა ნარკოტიკებისა და სპორტის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისთვის.

კონკრეტულად, ახალ ფილადელფიაში ატიკაში, სტადიონის გარეთ წინასწარი შემოწმების დროს, 5 პირს 10,5 გრამი კანაფი აღმოაჩნდა, რომელიც ამოღებულია. კონტროლის დროს მოხდა მცირე ინციდენტებიც, რის შედეგადაც 2 პოლიციელი დაშავდა.

ამავდროულად, სალონიკში ტუმპაში გამართული ფეხბურთის მატჩის გამო, საბერძნეთის პოლიციის მიერ კონტროლის დროს იდენტიფიცირებული და დაკავებული იქნა 7 პირი, მათ თან ჰქონდათ 24 ჩირაღდანი და 3 ცეცხლსასროლი იარაღი, რომლებიც ამოღებულია.

პოლიციის ანალიტიკოსი ქ. ბალასკასი Alpha-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა პასუხისმგებლობას აკისრებს მშობლებს, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან.

პოლიციის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასობით გულშემატკივარი მიიყვანეს ატიკას პოლიციის გენერალურ სამმართველოში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათგან დაახლოებით 30% არასრულწლოვანი იყო. მათი ასაკი 15 წლიდან იწყება. ეს არის ძირითადი ბირთვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს გამონაკლისები. შეიძლება ითქვას, რომ გუნდების „პროტაგონისტები“ ჩვეულებრივ 20-დან 26 წლამდე ახალგაზრდები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიმჩნევა, რასაც ადასტურებს სალონიკში ალკისის მკვლელობისთვის დაპატიმრებები.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ათენსა და თესალონიკში დაფიქსირდა, რომ ფანების ძველი ჯგუფიდან ხალხი შორდებოდა სტადიონებს და  ისინი შეცვალეს უმცროსებმა, რომელთაგან ზოგიერთი გაცილებით აგრესიულ ძალადობრივ ქცევას ავლენს.

„ისინი ხშირად არიან ახალგაზრდები ან არასრულწლოვნები, რომლებმაც განიცადეს ოჯახში ძალადობა. არის სკოლის მიტოვების, ნარკოტიკების მოხმარების და მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების შემთხვევები. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობენ ძლიერი „მიკუთვნებულობის“ მოთხოვნილებას. ოჯახი მათთვის არის ჯგუფი ან კავშირი. გუნდი ხდება მათი რელიგია და მოწინააღმდეგე გუნდი ხდება მტერი, რომელსაც უნდა შეებრძოლონ. მათი მიზანია მოწინააღმდეგეს ზიანი მიაყენონ ნებისმიერი საშუალებით. ამგვარად ისინი ხდებიან ჯგუფის კიდევ უფრო ერთგული წევრები და თავს მიღებულად გრძნობენ გარშემომყოფების მიერ. ისინი გრძნობენ, რომ ძალაუფლებას იღებენ თავიანთი თავდასხმებისგან“, – განმარტავს კრიმინოლოგი დესპინა სვურდაკუ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *