Latest news
ბრიტანელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის აღმზრდელი ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს Marfin-ის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებას 11 აგვისტოს მისცემს რიო-ანდირიოს ხიდის გახსნიდან 22 წელი გავიდა - ხიდი, რომელმაც საბერძნეთის 2 რეგიონი დააკავშირა კითირა: ლიკოდიმუს სანაპირო უსაფრთოების მიზნით დაკეტეს ატიკის რეგიონი მცირე ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას 95,5 მილიონი ევროთი დააფინანსებს დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები, რომელთა გამოვლინების დროსაც აუცილებელია ექიმს მივმართოთ ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები - საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარ... თესალიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტური საცხოვრებლისთვის 2,3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო შაბათს კუნძულ კრეტაზე, ხიოსზე, სამოსა და იკარიაზე ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია ჩრდილოეთ ევია: მიტოვებულ მაღაროებზე გაჩენილი 14 ტბა
შაბათი, აგვისტო 8, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციის ახალი პაქტის განხორციელება დადებითად შეაფასა 

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციის ახალი პაქტის განხორციელება დადებითად შეაფასა 

ევროკომისიამ საბერძნეთში მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის შედეგები დადებითად შეაფასა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ წარსულში არსებული პრაქტიკის გამოსწორება დაიწყო და მზად არის ახალი წესების ეფექტიანად შესასრულებლად.

კომისიის ინფორმაციით, საბერძნეთმა უკვე მიიღო აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, შეიმუშავა სამუშაო ინსტრუქციები, გადაამზადა პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლები, სადაც ამჟამად 69 ადამიანი მუშაობს. სამინისტრო კიდევ 116 თანამშრომლის აყვანას გეგმავს.

ასევე დასრულებულია ეროვნული საინფორმაციო სისტემების ახალ Eurodac-თან დაკავშირება, რაც თავშესაფრის განაცხადების მიღება/განხილვის უფრო ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.

ევროკომისიის შეფასებით საბერძნეთი აღარ არიდებს თავს განიხილოს თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები, რომელთა მიღებაც ქვეყანას ევროკავშირის მითითებებით აქვს დაკისრებული. ამასთანავე საბერძნეთს ახალი რეგულაციების საფუძველზე არცერთი მოთხოვნა არ დაუბლოკავს.

ანგარიში მოიცავს 12 ივნისიდან 7 ივლისამდე პერიოდს და შეეხება მიგრაციული ზეწოლის ქვეშ მყოფ ოთხ ქვეყანას: საბერძნეთს, კვიპროსს, იტალიასა და ესპანეთს. შეფასების მიხედვით კვიპროსი და ესპანეთი უკვე სრულად ასრულებენ ახალ წესებს, ხოლო იტალიას სისტემის სრულად ამოქმედებისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *