Latest news
გავიმარჯვე - განაცხადა მარიომ, რომელსაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა უქმე დღეები სააღდგომო არდადეგების შემდეგ ტრიკალას საავადმყოფოდან 2 პატიმარი გაიქცა ცვლილებები არასრულწლოვნებისთვის: სავალდებული ასაკის რეგისტრაცია ელ.პლატფორმებზე, თინ.პროფილები და ღა... საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანი დამარცხდა როდის უბრუნდებიან სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 13 აპრილი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი დღეს კრეტა: 11 წლის ბიჭი 5 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა ფაქტები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება კერძები, რომლებიც აღდგომის სუფრის განუყოფელი ნაწილია
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
საბერძნეთიემიგრაცია

ემიგრაციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ხმების უმრავლესობით დამტკიცდა

ემიგრაციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი ხმების უმრავლესობით დამტკიცდა

ემიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი სახელწოდებით „ლეგალური ემიგრაციის პოლიტიკის ხელშეწყობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული. აწ უკვე დამტკიცებული კანონის მთავარი მიზანი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საბერძეთის ტერიტორიაზე ლეგალური, დაჩქარებული და გამარტივებული გზით შემოსვლაა როგორც დასაქმების ასევე სწავლა-განათლების მისაღებად უმაღლეს სასწავლებლებში. 

აღნიშნული კანონის მიხედვით ბინადრობის მოწმობებს ექნებათ სულ მცირე 2 წლიანი ვადა, ხოლო ავტომატურად განახლდება ბინადრობის მოწმობების ისეთი კატეგორიები როგორიცაა ე.წ “ექსარტიმენი ერღასია”, რაღათქმაუნდა იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს.

მარტივდება ქვეყანაში სამუშაო ვიზით შემოსვლის პროცედურა, ე.წ “მეტაკლისი”-თ მისაღები ბინადრობის მოწმობებისთვის. საბრძნეთის ტერიტორიაზე ამ გზით შემოსულ და დასაქმებულ ემიგრანტებს მიეცემათ საშუალება შეიცვალონ დამსაქმებელი და დასაქმდნენ დაჩქარებული წესით ე.წ “fast track”.

აღნიშნული კანონის მიხედვით საემიგრაციო კანონმდებლობას ემატება tech visa და talent visa, მარტივდება საელჩოების მხრიდან ჩატარებული პროცედურები და იზრდება ბინადრობის მოწმობის კატეგორიის “Blue Card”-ის მოქმედების ვადა.

საბერძნეთის ტერიტორიაზე სასწავლებლად შემოსული სტუდენტებისთვის ბინადრობის მოწმობები გაიცემა სრული სასწავლო სემესტრების ხანგრძლივობით, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლის პროცესში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ კი დასაქმების.

კანონი სხვა მრავალ ცვლილებებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს გაფუჭებული საბუთების აღდგენას ბინადრობის მოწმობა “დევტერის ევკერიას” იმ ადამიანებისთვის, ვინც სულ მცირე 5 წლის განმავლობაში ფლობდა ბინადრობის მოწმობას და აღნიშნული კანონის ძალაში შესვლიდან ბოლო ერთი წლის მანძილზე გაუფუჭდათ საბუთები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *