Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთიკრიმინალი

ნეა სმირნი: “ეს არ იყო განზრახი ქმედება” – ამბობს 18 წლის მოზარდის ბაბუა, რომელმაც 16 წლის ძმა სასიკვდილოდ დაჭრა

ნეა სმირნი: “ეს არ იყო განზრახი ქმედება” – ამბობს 18 წლის მოზარდის ბაბუა, რომელმაც 16 წლის ძმა სასიკვდილოდ დაჭრა

„ბავშვებს პრობლემები ჰქონდათ. მამას ისინი არ აინტერესებდა“, – თქვა ბაბუამ

ნეა სმირნიში ორი ძმის ოჯახი გლოვობს. დედა და ბებია გლოვობენ 16 წლის მოზარდის სიკვდილს, რომელიც მისივე 18 წლის ძმამ მოკლა.

ამავდროულად, დამნაშავისა და მსხვერპლის ბებიის პარტნიორი, რომელიც მათ მშობლების განქორწინების შემდეგ მასპინძლობდა, დუმილს არღვევს და protothema.gr-თან სასტიკი მკვლელობის შემდეგ მომენტებზე საუბრობს.

როგორც ის ამბობს, 18 წლის მოზარდი ცდილობდა დაშავებული ძმისთვის პირველადი დახმარების გაწევას. ბაბუის თქმით, ეს იყო ერთი ცუდი მომენტი, რომელიც წარმოუდგენელ ტრაგედიად იქცა.

“ის გაგიჟდება მომხდარზე”

“ეს არ იყო განზრახი ქმედება”. რაც არ უნდა იყოს, არ იყო განზრახი ქმედება. უფროსი ბიჭი ზემოდან აჯდა უმცროსს და ცდილობდა მისთვის ენა გადმოეტრიალებინა, ზუსტად არ ვიცი ეს როგორ კეთდება.

ბავშვი გაგიჟდა, ფურცელივით თეთრი იყო. ეს იყო უბედური შემთხვევა. უფროსი ბიჭი ძალიან კარგი ბავშვია. ის იქვე მწოლიარე მის მკვდარ ძმაზე უფრო თეთრი იყო განცდებისგან.

გეუბნებით, ძალიან კარგი ბიჭია, გაგიჟდება მომხდარზე, თავს მოიკლავს“, – ამბობს ორი ძმის ბაბუა და აღწერს იმ შოკს, რომელიც მან მიიღო, როცა კარი გააღო და 16 წლის მოზარდი სისხლში მოცურავე დაინახა.

„ბავშვებს პრობლემები ჰქონდათ, მამას ისინი არ აინტერესებდა“

„იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია, დედა, ორი ბიჭი და ერთის შეყვარებული. მოპირდაპირედ ვიყავი, ჩემი მეგობრის, პროპოში ვიჯექი.

სასწრაფოს მანქანა დავინახე, ავედი ზევით და დავინახე ბავშვი სამზარეულოში, სისხლის ტბაში, ის უგონო მდგომარეობაში იყო და ხელოვნურ სუნთქვებს უკეთებდნენ, “, ხაზს უსვამს ბაბუა და ამავდროულად საუბრობს იმ რთულ ოჯახურ გარემოზე, რომელშიც გაიზარდნენ დამნაშავე და მსხვერპლი.

„ბავშვებს პრობლემები ჰქონდათ, გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. მამას ისინი არ აინტერესდება, მე გავზარდე, ყველაფერზე მე დავრბოდი. მამა მათზე ძალადობდა.

ამიტომ წამოვიყვანე სახლში, აქ რომ ეცხოვრათ. მათ ოჯახში პრობლემები ჰქონდათ. ახლა ოჯახი ცდილობს, როგორმე გადალახონ ეს ტრაგედია“, – დასძენს ის.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *