ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა – ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს
ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა – ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს
ათენში, კერძოდ ღალაცში მდებარე საკუთარ სახლში უფონო მდგომარეობაში ნაპოვნი 80 წლის კაცის სიკვდილი გამოძიებამ მკვლელობად შეაფასა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოხუცი ძალის გამოყენებით არის მოკლული.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავდამსხმელმა მოხუცებულს ჯერ სასუნთქი გზები ბალიშით დაუხშო, შემდეგ კი დაახრჩო. გარდაცვლილი გასული შაბათის საღამოს საკუთარ სახლში მისმა ვაჟმა იპოვა. კაცი საწოლში იწვა, კისერზე დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო საწოლზე სისხლის კვალი იყო.
პოლიციის მიერ ჩატარებული დათვალიერებისას საცხოვრებელში შეღწევის კვალი არ აღმოჩნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 80 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ თავად გაუღო კარი მკვლელს. სახლი არ იყო არეული, გარდა ორი ღია უჯრისა.
საბერძნეთის პოლიცია დამნაშავის ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად გამოძიებას აქტიურად აგრძელებს.
