Latest news
სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

თავს ვიცავდი – განაცხადა 38 წლის ბულგარელმა, რომელმაც პატიმარი მოკლა

თავს ვიცავდი – განაცხადა 38 წლის ბულგარელმა, რომელმაც პატიმარი მოკლა

3 საათს გასტანა 38 წლის ბულგარელის დაკითხვამ, რომელმაც დომოკოს ციხეში 47 წლის საბერძნეთის მოქალაქე მოკლა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

38 წლის ბულგარეთის მოქალაქემ გამომძიებელს განუცხადა, რომ თავს იცავდა, რადგან აწ უკვე გარდაცვლილმა იარაღი ამოიღო და დაცვას დაემუქრა. ბრალდებული აცხადებს, რომ დაცვისა და თავდამსხმელს შორის ჩადგა, რომ თავიდან აერიდებინა მსხვერპლი და გაისროლა, თუმცა განზრახული არ ჰქონია, რომ ვინმე მოეკლა.

“ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ სხვა გზა არ მქონდა. ბევრი არჩევანი არ მქონია.” – აცხადებს ბრალდებული.

ბრალდებულის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ დაცვის, შემდეგ კი მისი სიცოცხლე გადაერჩინა. სწორედ ამიტომ წაართვა თავდამსხმელს იარაღი და გაისროლა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *