Latest news
პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა ათენის ცენტრში 23 წლის გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთი

თვითმფრინავის იძულებითი დაშვება ათენში – მგზავრმა განაცხადა, რომ ცოლი მოკლა

გერმანელი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ცოლი მოკლა,  ათენის “ელეფთერიოს ვენიზელოს” აეროპორტში უსაფრთხოების  დარღვევისა და მოძრაობის შეფერხების ბრალდებით დააკავეს .

მგზავრმა მამაკაცმა შტუდგარდიდან ეგვიპტის მიმართულებით რეისზე, შაბათს ნაშუადღევს, ორჯერ მშვიდი ხმით უთხრა ეკიპაჟის წევრებს, რომ მან ცოლი მოკლა გერმანიაში. ეს გაიგეს რეისის მგზავრებმაც, რამაც არეულობა გამოიწვია.

მომხდარის შესახებ პოლიციას ეკიპაჟის წევრებმა აცნობეს და თვითმფრინავმა ათენში ავარიული დაშვება განახორციელა.

კაცმა აეროპორტის პოლიციას უთხრა, რომ მისი ნათქვამი ტყუილია და ხუმრობს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის პოლიციამ ინტერპოლს დახმარება სთხოვა, რათა გაერკვია, მართლა ცოცხალია თუ არა გერმანელის ყოფილი პარტნიორი.

მამაკაცი საბოლოოდ შაბათს ღამით აეროპორტში დააკავეს .

მისმა საქციელმა  გამოიწვია მოძრაობის შეფერხება იძულებითი დაშვების გამო, რამაც ფრენა ერთი საათით გადადო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *